
მომიტინგეებმა რუსთაველზე ბარიკადები აღმართეს, გრძელდება დაკავებები
01/05/2024 00:02:09 საზოგადოება
სპედანიშნულების რაზმის მორიგი მცდელობის მიუხედავად, განედევნა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირიდან, პროტესტი გრძელდება. სპეცრაზმი პერიოდულად ინტენსიურად იყენებს სპეციალურ საშუალებებს, გრძელდება დაკავებები, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ არაფერია ცნობილი – შსს–ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია.
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე ბარიკადები აღმართეს სკამების, მაგიდების, ნაგვის ურნების და რკინის ჯებირების გამოყენებით. ბარიკადების ერთ მხარეს სპეცრაზმი და პოლიცია დგას, მეორე მხარეს – დემონსტრანტები.
დემონსტრანტები სკანდირებენ, “არა რუსულ კანონს”, “არა რუსეთს, კი ევროპას”.