Accentnews.ge
ექიმი – ხაბეიშვილზე: აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა,  საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას

ექიმი – ხაბეიშვილზე: აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა,  საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას

30/04/2024 23:34:36 საზოგადოება

ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა ჭელიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, პაციენტს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. ამჟამად არაოპერაციული ჩარევის გზით ძვლების მთლიანობის აღდგენაა დაგეგმილი.

ექიმის თქმით, ლევან ხაბეიშვილის სახის არის გარდა სხვა დაზიანებები არ აღენიშნება, ხოლო რაც შეეხება თვალს, მისი მთლიანობა დარღვეული არ არის.

„ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე, ფიქრობს ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის.

ვიზუალურად, მე მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, რა ტიპის დაზიანებაც აქვს, ამიტომ ამის აღწერას აზრი არ აქვს. თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა არის ძვლების მთლიანობის აღდგენა. ყველა ტექნოლოგიურად მაღალი ტიპის გამოკვლევები ჩატარებული გახლავთ დროულად“,- განაცხადა კახა ჭელიძემ.

ხაბეიშვილის თანაპარტიელების ინფორმაციით, ხაბეიშვილი ჯერ სპეცრაზმელებმა სცემეს, შემდეგ პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში და საავადმყოფოში გაუშვეს.

ხაბეიშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველი მივიდა კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S