Accentnews.ge
მეუფე ზენონი: ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპა!

მეუფე ზენონი: ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპა!

30/04/2024 23:28:21 საზოგადოება

თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვიყოთ და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით – ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპა,– თქვა რუსთაველის გამზირზე მისულმა მეუფე ზენონ იარაჯულმა. მან განცხადება გააკეთა როგორც დემონსტრანტების, ისე ხელისუფლების მისამართით.

მან დემონსტრანტებთან ერთად წაიკითხა მამაო ჩვენო.

„მოვედი თქვენთან როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩემი სისხლის და ხორცის, საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელით, რომელიც აფხაზეთის ომის გმირია. მე არ განვეკუთვნები არანაირ პარტიას, მოვედი ჩემი სინდისით თქვენთან. დმანისის ისტორიული კათედრიდან, ლორე–ტაშირიდან, რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა – ეს იცით თქვენ, საქართველოს მთავარსარდართა და ორბელიანთა მამული. ამიტომ, არ შემეძლო, არ მოვსულიყავი თქვენთან, არ მეთქვა, რომ ჩვენ, ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის, ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მით უმეტეს ვნების კვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა, უბრალოდ სამყარო უყურებს, ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა–ტყეპა გვაქვს! მინდა, ყველას ვთხოვო – ხელისუფლებას, მოქალაქეებს, თუ ჩვენ არ ვიქნებით, არც სამშობლო იქნება, თუ მომავალი თაობები არ იქნება, აღარც ქვეყანა არ იქნება“,– თქვა სასულიერო პირმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S