
"ადამიანზე დიდი ფასეულობა არ არსებობს"- მეუფე ზენონი რუსთაველზე მივიდა
30/04/2024 23:07:52 საზოგადოება
მეუფე ზენონ იარაჯული რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც დემონსტრანტები რამდენჯერმე დაარბიეს.
მას აქციის მონაწილეები ტაშით შეეგებნენ.
„მე ლონდონში მკლავდნენ, მაგრამ ადამიანები ციხისთვის ვერ გავიმეტე...ადამიანზე დიდი ფასეულობა არ არსებობს. ასეთი მიდგომები არ შეიძლება!“.
საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება მისთვის მიუღებელია და თვლის, რომ სჯობდა, ამგვარი განცხადება არ გაკეთებულიყო:
„დრო გაივლის, ისტორია მომავლიდან იკითხება სწორად, ვიდრე აწმყოდან“.
ის მიემართება სპეცრაზმისკენ, რათა მოუწოდოს, შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.