
დემონსტრანტები ქალაქებიდან 1 მაისს თბილისისკენ მსვლელობას გეგმავენ
30/04/2024 22:55:28 საზოგადოება
ბათუმიდან, ქუთაისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ოთხშაბათს, 1 მაისს ოპოზიციონერები და მოქალაქეები თბილისისკენ მსვლელობასა და საპროტესტო დემონსტრაციისთვის შეერთებას გეგმავენ.
"როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი კიდევ აპირებს ძალის გამოყენებას და შესაძლებელია უარესიც კი ჩაიდინოს, ამიტომ, თუკი თავებს ითვლიან, მაშინ ისინი ნახავენ ხვალ ჩვენ რას ვაპირებთ. ბათუმიდან დავიძვრებით და მთელი საქართველოს გავლით, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში, ხვალ 12 საათზე აჭარის მოსახლეობის საყურადღებოდ, ევროპის მოდებიდან გამოვემგზავრებით და გავივლით ყველა დიდ ქალაქს",– განაცხადეს ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მსხვლელობის ორგანიზატორებმა.
დემონსტრანტები დღის 12 საათიდან ევროპის მოედნიდან გაემგზავრებიან თბილისში.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, მოქალაქეები სხვა ქალაქებშიც იკრიბებიან და თბილისის აქციას შემოუერთდებიან.
ამასთან, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი "დაიტოვე", სადაც მოქალაქეებს ერთმანეთისთვის ღამის გასათევის შეთავაზება შეუძლიათ.
რამდენიმე საათია, პოლიცია დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით შლის. პროტესტი გრძელდება.