
იან კელი: კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ, ვიდრე აშშ საფასურს დააწესებს ამის საწინააღმდეგოდ?!
30/04/2024 22:08:56 ციტატა
"კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები დაგმობს და დააწესებს საფასურს ამის საწინააღმდეგოდ?!“,- წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი თბილისში აქციის დარბევასთან დაკავშირებით და აზიარებს ვიდეოს, რომელზეც მომიტინგეებზე ძალადობაა ასახული.