
ზუგდიდშიც დააკავეს აქციის მონაწილეები
30/04/2024 21:54:19 საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა “ახალის” წევრი მაია კალანდია და პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს.
დაკავება მოჰყვა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
არასამთაბრობო სექტორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდის მერიასთან შეიკრიბნენ რათა გააპროტეატონ თბილოსში მიმდინარე აქციის დარბევა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.