
ამერიკელი იურისტი რუსთაველზე დააკავეს: პოლიციის მანქანაში ვარ, მაგრად მცემეს
30/04/2024 21:47:40 საზოგადოება
საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის დარბევისას დააკავეს.
ის წერს, რომ ნაცემია.
„პოლიციის მანქანაში ვარ. მაგრად მცემეს“, - დაწერა მან "ფეისბუქზე".
მანამდე მან რუსთაველის გამზირზე გადაღებული ფოტო დადო და წერდა, რომ სპეცსაშუალებების გამოყენების მიუხედავად, ათასობით ადამიანი რჩება ქუჩაში.
ტედ ჯონასი საქართველოში 1994 წლიდან ცხოვრობს.
რამდენიმე საათია, პოლიცია დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით შლის. თუმცა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე რჩებიან.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც „აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი“.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.