
პრეზიდენტი: ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება ეზღუდება
30/04/2024 21:33:21 ციტატა
„სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება ეზღუდება. #არარუსულკანონს“, - წერს პრეზიდენტი.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც „აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი“.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.
რუსთაველზე დაძაბული ვითარებაა. სპეცდანიშნულების რაზმი იყენებს სპეცსაშუალებებს, აკავებენ მომიტინგეებს. აქტიურობენ შავ სამოსში გამოწყობილი ნიღბიანი ადამიანები, რომელთაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ.