Accentnews.ge
დარბევის მიუხედავად, მომიტინგეები რჩებიან რუსთაველზე, სპეცრაზმი იყენებს სპეცსაშუალებებს

დარბევის მიუხედავად, მომიტინგეები რჩებიან რუსთაველზე, სპეცრაზმი იყენებს სპეცსაშუალებებს

30/04/2024 20:35:30 საზოგადოება

მიუხედავად საპოლიციო ძალების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენებისა (წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი აირი), მომიტინგეები რჩებიან რუსთაველის გამზირზე.

ისმის მომიტინგეთა მიმართ სპეციალური გაფრთხილება და არის მოლოდინი, რომ ძალოვანები კვლავ გამოიყენებენ სპეცსაშუალებებს. ადგილზე კვლავ დაიძაბა ვითარება. სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც რამდენიმე მწკრივადაა განთავსებული რუსთაველზე, კვლავ მოძრაობს მომიტინგეთა მიმართულებით, კვლავ იყენებენ წყლის ჭავლს.

პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ მომიტინგეთა ნაწილმა საავტომობილო გზები გადაკეტა გმირთა მოედანზე და იუსტიციის სახლის მიმდებარედ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S