Accentnews.ge
ლანდსბერგისი: გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე, ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ

ლანდსბერგისი: გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე, ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ

30/04/2024 20:26:38 საზოგადოება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ ამ ქვეყნის მომავლით გულგატეხილია.

მან ხაზი გაუსვა ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ სხვადასხვა კრიზისულ მომენტში და აღნიშნა, რომ "შოკირებულები ვართ იმის დანახვით, თუ როგორ მიათრევენ ქართველებს არათავისუფლებისკენ ისინი, ვისაც თავად ყველაზე მეტად ეშინიათ თავისუფლების.

“გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით. შოკირებული ვარ ურთიერთობების ასეთი უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ.

საქართველოს ხალხს მხარს ვუჭერდით ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილების აყვავებიდან. ლიეტუველებს თქვენი გამარჯვებები უხაროდათ, მხარში ვიდექით, როდესაც რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით თქვენი სიცოცხლისა და მიწის დაკარგვაზე.

ახლა შოკირებულები ვართ იმის დანახვით, თუ როგორ მიათრევენ ქართველებს არათავისუფლებისკენ ისინი, ვისაც თავად ყველაზე მეტად ეშინიათ თავისუფლების. მაგრამ ვიცით, რომ ქართველები, ლიეტუველებივით, მარად თავისუფალი სულისკვეთების არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება”, - წერს ლანსბერგისი X-ზე.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილის კონტრაქციაზე პირადად გააჟღერა მმართველის ძალის ხედვა და შეთქმულების თეორიები, რომელთაც მანამდე „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ვისმენდით:

· 2004-12 წლებში საქართველოს მართავდა „უცხოური აგენტურა“, რომელსაც „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებდა;

· „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებს ევროკავშირს და ნატოს;

· წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ლიდერებად „ენჯეოების ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ“;

· მათ დღემდე ამოძრავებთ სურვილი, „საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური, სადისტური დიქტატურა დააბრუნონ“;

· "გლობალური ომის პარტიისთვის“ საქართველოსაც და უკრაინასაც „მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.

· ივანიშვილის განმარტებით, „აგენტების“ და „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონპროექტების ინიციირებისთვის დრო „იდეალურად არის შერჩეული“ და ერთ-ერთი მიზანია - „აგენტურას“ ძალები გამოაცალოს შემოდგომის არჩევნებისთვის - „ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების“ კიდევ ერთი მცდელობის მოლოდინში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S