
აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს, მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს ატარებენ
30/04/2024 20:17:14 საზოგადოება
მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე მობილიზებული დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს სპეციალური საშუალებებით, მომიტინგეთა ნაწილმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვა და გზა გადაკეტა. დემონსტრანტები მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს ატარებენ.
არსებული ცნობები, გადაკეტილია გმირთა მოედანიც, სადაც ასევე მომიტინგეთა ნაწილმა გადაინაცვლა.
რუსთაველზე ამ დრომდე სპეცრაზმელები იმყოფებიან, თუმცა ადგილზე რჩებიან დემონსტრანტები.
მანამდე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და სავარაუდოდ, მხუთავი აირი. დაშავდნენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.
არსებული ინფორმაციი, დაკავებულია 10–მდე ადამიანი.
ფოტო: დოდი ხარხელი