Accentnews.ge
მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს, დაიწყეს მომიტინგეების დაშლა

მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს, დაიწყეს მომიტინგეების დაშლა

30/04/2024 19:40:03 საზოგადოება

პარლამენტთან მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეთა დაშლა დაიწყეს. წყლის ჭავლის მანქანამ გადაინაცვლა რუსთაველის გამზირზე და ამჯერად პარლამენტის წინა მხარის გათავისუფლებას ცდილობენ მომიტინგეებისგან. პარალელურად, ე.წ. რობოკოპები დაიძრნენ თავისუფლების მოედნიდან და ჩიტაძის ქუჩიდან და სავარაუდოდ, რუსთავის გამზირის დაკავების განზრახვა აქვთ.

მანამდე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი და სავარაუდოდ, ცრემლდმდენი გაზი. იყო მომიტინგეების ცემის შემთხვევები.

მომიტინგეებმა ამჯერად ქაშუეთთან გადაინაცვლეს, თუმცა არ იშლებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S