
პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა
30/04/2024 19:19:40 საზოგადოება
პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა.
საპოლიციო ძალები სავარაუდოდ, ჩიტაძის ქუჩის დემოსნტანტებისგან სრულად გათავისუფლებას ცდილობენ. იყო შეხლა–შემოხლა. ადგილზე ჯერ არ ჩანან ე.წ. რობოკოპები, რომლებიც მანამდე ჩაანაცვლეს სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა.
დემონსტრანტებმა მოახერხეს ჩიტაძის ქუჩაზე აწევა. ისმის შეძახილები, "მონებო!".
როგორც ცნობილია, დეპუტატებმა უკვე დატოვეს პარლამენტის შენობა და უცნობია, რატომ ცდილობს პოლიცია ჩიტაძის ქუჩის გაწმენდას.
მანამდე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს სპეცსაშუალება, იყო მომიტინგეების ცემის შემთხვევები. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აქციის 10 მონაწილეა დაკავებული.
განახლება
პროცესში სპეცრაზმი ჩაერთო.