Accentnews.ge
სავარაუდოდ, 10–მდე დემონსტრანტია დაკავებული

სავარაუდოდ, 10–მდე დემონსტრანტია დაკავებული

30/04/2024 18:41:16 საზოგადოება

ათამდე დემონსტრანტია დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამომსვლელებმა განაცხადეს და მათი მყისიერად გათავისუფლება მოითხოვეს.

„პოლიცია, სპეცრაზმი გადააქციეს პირად დაცვად! პოლიცია, რომელიც უნდა იცავდეს ხალხს, იცავს რუსული კანონის ხმის მიმცემ მოღალატეებს!“,– თქვა პოეტმა რატი ამაღლობელმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, გამოიყენეს სპეცსაშუალება, დაფიქსირდა დემონსტრანტების ცემის ფაქტები.

შსს აღნიშნულს "მართლწესრიგის აღდგენით" ხსნის:

"მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები".

დაკავებულების შესახებ შსს–ს განცხადება არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S