
ანა დოლიძე: ვაჟა სირაძე არის ბოქაული, ემსახურება რუსებს!
30/04/2024 18:15:47 ციტატა
„მშვიდობიანი ხალხი რომ დგას, ჯავშანმანქანა, მძიმე შეიარაღება არ უნდა გამოიყვანო. გაფრთხილება არ იყო. რატომ უნდა დაშალონ დემონსტრაცია, თუ ის არ არის ძალადობრივი? ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ფასეულობა, რითაც აქამდე მოვედით. აქ ვერ გაპარპაშდა ვერცერთი შაჰი. თუ გახდა დემონსტრაცია ძალადობრივი, მაშინ უნდა დაშალონ. უნდათ, რომ არ ორღობეში გაგვატარონ ათასობით ადამიანი. მისაღები გამოცდების უნარებს ვერ ჩააბარებს ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა. ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს. სისტემასთან ერთად ეს ბოქაულობაც უნდა მოვაშოროთ აქედან“,- თქვა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება იყო. პოლიციელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, სცემეს მომიტინგეები.