
ამაღლობელი – პოლიციელებს: ეს ბრძოლა თუ ვერ მოვიგეთ, ხვალ რუსულ ჯარში წაიყვანენ თქვენს და ჩვენს შვილებს ერთად!
30/04/2024 17:47:09 საზოგადოება
დემონსტრანტები პოლიციელებს სთხოვენ, მისცენ გზის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა მათ „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყონ, თუმცა ქუჩა საპოლიციო ძალებს რამდენიმე რიგად აქვთ გადაკეტილი.
დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრა, თუმცა მათ ამჯერადაც პოლიციელებმა გადაუკეტეს გზა – საპოლიციო ძალები აქაც რამდენიმე რიგად დგანან.
„ყველა გზა ჩაკეტილია და დარჩათ ბერიას გვირაბები“,– თქვა პოეტმა რატი ამაღლობელმა.
მან მიმართა პოლიციელებს: „მინდა, ეს ხალხი იცავდეს ქართველ ხალხს, არ მინდა ისინი გამდიდრებულ, გაქსუებულ ადამიანებს ემსახურებოდნენ და ამ ახალგაზრდებს გზას უკეტავდნენ!
ეს ბრძოლა თუ ვერ მოვიგეთ, ხვალ რუსულ ჯარში წაიყვანენ თქვენს და ჩვენს შვილებს ერთად! ასე იყო 70 წლის წინ. იცით როგორ მიყვარხართ? მთელი გულით, უბრალოდ, საზარელი დავალება მოგდით“.
დემონტრანტების ნაწილი ინგორიყვას ქუჩისკენ დაიძრა, ხოლო ნაწილმა მჯდომარე აქცია წამოიწყო სულხან–საბა ორბელიანის ქუჩაზე.