Accentnews.ge
საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებისგან დეპუტატებისთვის ძალის გამოყენებით გაწმინდეს

საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებისგან დეპუტატებისთვის ძალის გამოყენებით გაწმინდეს

30/04/2024 17:20:13 საზოგადოება

საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა, სადაც „ახლის“ წევრებს და აქციის დანარჩენ მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული, ძალის გამოყენებით გაწმინდა.

ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ვინმე დაკავებული.

მანამდე შსს–მ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება დემოსნტრტანტებისთვის და მალევე მომიტინგეთა იძულებითი გაყვანის პროცესიც დაიწყო.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ, „მონებო“, რუსებო“, „არა რუსეთს“. მათ პარლამენტის შენობის შესასვლელისგან, რომელითაც სავარაუდოდ, დეპუტატები ისარგებლებენ, პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვი ჰქოფთ.

ჩიტაძის ქუჩა ე.წ. „რობოკოპებს“ აქვთ დაკავებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S