
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
30/04/2024 16:26:13 საზოგადოება
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია სლოგანით, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, პარლამენტის შენობის წინ განახლდა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. მოსმენა 30 აპრილსაც გაგრძელდება.
რუსული კანონის წინააღდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია არაერთხელ გაიმართა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” „აგენტების კანონი“ კვლავ დააინიციირა. ხოლო 29 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ კონტრაქცია დააორგანიზა – საქართველოს რეგიონიდან დედაქალაქში ათასობით ადამიანი ჩამოიყვანეს, მათ შორის, საჯარო მოხელეებიც. მათ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული ხედვა გააცნო.
იხილეთ ასევე: "თურმე, ცივილიზებულ სამყაროს ვუცხადებთ ომს": რა მოლოდინები გააჩინა "ოცნების" თავყრილობამ