
ფოტიგა: 12-წლიანი ტყუილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი მკაფიო სიგნალს აგზავნის გეოპოლიტიკური მარშრუტის შესახებ
30/04/2024 14:44:32 ციტატა
"გუშინდელ გამოსვლაში კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა. 12-წლიანი ტყუილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი მკაფიო სიგნალს აგზავნის მისი მმართველობის ქვეშ ქვეყნის გეოპოლიტიკური მარშრუტის შესახებ. საბედნიეროდ, ადამიანებმა საუკუნეების წინ გააკეთეს თავიანთი ცივილიზაციური არჩევანი. საქართველოს ადგილი ევროპაშია", - წერს ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა X-ზე.