Accentnews.ge
დაიტოვე - საპროტესტო აქციაზე ჩამომსვლელთათვის მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა

დაიტოვე - საპროტესტო აქციაზე ჩამომსვლელთათვის მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა

30/04/2024 13:33:45 საზოგადოება

"აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ აქციებზე რეგიონებიდან თბილისში ჩამომსვლელთათვის მოხალისეობრივი ჯგუფი სახელწოდებით „დაიტოვე“ შეიქმნა. მოხალისეები აქციაზე ჩამოსვლის მსურველებს თავიანთ სახლებში უფასოდ დარჩენას სთავაზობენ.

„ჯგუფი შეიქმნა ადამიანების დასაკავშირებლად. მათი, ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ დაბრუნებას და მათი, ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

"აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს 19:00 საათზეც გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S