
კორძაია – "ოცნებას": თქვენ გუშინ მიკროფონს გვითიშავდით სიტყვა"აგენტზე", ივანიშვილს ვერ გაუთიშეთ და მან საჯაროდ თქვა, რომ ეს არის აგენტების წინააღმდეგ კანონი
30/04/2024 12:45:06 ციტატა
"გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაგყიდათ და ღიად თქვა, რომ ეს კანონი არის აგენტების წინააღმდეგ კანონი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გუშინ მიკროფონს გვითიშავდით სიტყვა"აგენტზე", ბიძინა ივანიშვილს ვერ გაუთიშეთ და მან საჯაროდ თქვა, რომ ეს არის აგენტების წინააღმდეგ კანონი და ამ კანონს მიზანი არ არ აქვს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა", – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ პარლამენტის სხდომაზე განცხადა, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.