Accentnews.ge
პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მისი სამი წევრი აირჩია

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მისი სამი წევრი აირჩია

30/04/2024 12:04:11 პოლიტიკა

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. კალანდარიშვილი უფლებამოსილებას ხუთი წლის ვადით განახორციელებს. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 117-მა წევრმა.

დღევანდელ სხდომაზე ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 16 წინააღმდეგი; მაია ზარიძე – 81 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 81 მომხრე, ორი წინააღმდეგი; გია ცაცაშვილი – 81 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S