
ჯანელიძე: იმ კურსით, რაც ივანიშვილმა განაცხადა, შეუძლებელია მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი
30/04/2024 11:52:05 ციტატა
"როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასოცირების შეთანხმებაზე და ვიზალიბერალიზაციაზე მომლაპარაკებელი, ვაცხადებ:- შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი.
ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას",– წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე.