
მერაბ ქვარაია: მთაწმინდა ხარობდა გუშინ, მთაწმინდის მთავრეც და მთაწმინდის მზეც საქართველოსთვის ხარობდა, რადგან ხედავდა ასეულ ათასობით ანთებულ ადამინს
30/04/2024 11:38:08 ციტატა
"გუშინ მთელი საქართველო იდგა რუსთაველზე. [...] მთაწმინდა ახსენა ვიღაცამ აქ, მთაწმინდა ხარობდა გუშინ, მთაწმინდის მთავრეც და მთაწმინდის მზეც საქართველოსთვის ხარობდა, რადგან ხედავდა ასეულ ათასობით ანთებულ ადამინს", ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის წინ მმართველი პარტიის „საერთო სახალხო შეკრება" გაიმართება. 22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით "ქართული ოცნება" აქციის გამართვას გეგმავდა.