
ბილდტი: ივანიშვილი მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა ევროკავშირის ღირებულებისთვის
30/04/2024 06:24:32 ციტატა
"ივანიშვილის ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ ის მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის. ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარება, მისი სიტყვა უნდა წაიკითხოს”, – წერს შვედეთის ყოფილი პრემიერი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს სახელისუფლებო პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.