Accentnews.ge
ხვალ პარლამენტთან "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

ხვალ პარლამენტთან "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

29/04/2024 19:24:21 საზოგადოება

ხვალ პარლამენტთან "აგნტების" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

პროტესტი 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი.

„საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S