პრეზიდენტი "ოცნების" მხარდამჭერთა შეკრებაზე: "პუტინისეული ქმედებაა"
29/04/2024 15:18:29 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" "საერთო სახალხო შეკრებას" ეხმიანება.
"გუშინ „რუსული კანონის“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე იყო. დღეს "პუტინისეული" ქმედებაა: საჯარო მოხელეები "ავტობუსით" თბილისში ჩამოვიდნენ, რათა ტაში დაუკრან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველო!", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.


