Accentnews.ge
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

29/04/2024 13:19:00 ეკონომიკა

29 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.75 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6835 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.49 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8749 ლარი გახდა.

1.56 თეთრით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3635 ლარი გახდა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, კურსმა 8.29 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S