Accentnews.ge
ძალოვანმა უწყებებმა ავტოპარკი  6 621 200 ლარად განაახლეს

ძალოვანმა უწყებებმა ავტოპარკი 6 621 200 ლარად განაახლეს

27/12/2019 11:22:38 ეკონომიკა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ აუქციონის გარეშე, კონსოლიდირებული ტენდერით, 6 621 200 ლარად “ჰიუნდაისგან" 100-მდე ახალი, ჰიბრიდული ავტომობილი შეიძინა.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილები განკუთვნილია საქართველოს პროკურატურისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის. დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილების აღნიშნული რაოდნეობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია, შეიცვალოს 20%-ის ოდენობით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება, რომელიც 2020 წლის 31 იანვრამდე უნდა დასრულდეს. შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს ახალი, ჰიბრიდული ძრავით და შერეული წვის ხარჯი 100 კილომეტრზე 5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S