ბელგია დააჩქარებს უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას

26-04-2024 20:48:05 მსოფლიო

ბელგიის მთავრობამ გადაწყვიტა, დააჩქაროს უკრაინისთვის საკუთარი F-16–ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება და აღნიშნული შესაძლებელია 2024 წლის ბოლომდე, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების საჭიროების გარეშე. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდვინ დედონდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, იუწყება VRT.

დე კროომ F-16-ების მიწოდების გადაწყვეტილებას უწოდა "დიდი ნაბიჯი უკრაინის თავდაცვისთვის" და გაიხსენა, რომ ბელგია უკვე იყო მოიერიშე კოალიციის წევრი და უზრუნველყო მიწოდებული თვითმფრინავების შეკეთება და უკრაინელი პილოტების მომზადება.

”მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყანა უერთდება ქვეყნების შეზღუდულ ჯგუფს, რომლებიც რეალურად მიაწოდებენ თვითმფრინავებს უკრაინას”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა არ დააზუსტა F-16-ის უკრაინაში გაგზავნის კონკრეტული თარიღები, თუმცა თქვა, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება სწრაფად.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თვითმფრინავი წლის ბოლომდე მივაწოდოთ, მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენი უსაფრთხოება არ დაზარალდება“, - აღნიშნა დედონდერმა.

ბელგია ერთ-ერთია იმ ცამეტ ქვეყანას შორის, რომლებმაც უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდება გადაწყვიტეს.

მედია წერდა, რომ პირველი F-16–ის გამანადგურებლები უკრაინის ცაზე დაახლოებით 2024 წლის ივნისში გამოჩნდებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები