"აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიგა ჯოხაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

25-04-2024 21:19:15 სამართალი

"აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 16 აპრილს დაკავებულ გიგა ჯოხაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

"ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარი გიგა ჯოხაძე აქციაზე სკოლის მოსწავლე ძმასთან, სანდრო ჯოხაძესთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს.

რამდენიმე საათით ადრე დასრულდა სანდრო ჯოხაძის პროცესიც, სადაც მეთორმეტე კლასელს 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ძმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე – 166-ე მუხლის დარღვევას, რაც წვრილმანი ხულიგნობას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები