
მერია – ფოთში მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები ვანდალურად დააზიანეს
27/12/2019 07:00:05 სამართალი, რეგიონები
ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქში მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტრო გაყვანილობა ვანდალურად დააზიანეს.
“სადღესასწაულო ქალაქგაფორმებითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. მთავარ ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტრო გაყვანილობა. მაშინ როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო, ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა”, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.