
უკრაინის გენპროკურორი – სააკაშვილზე: "ის მოღალატეა“
29/05/2019 05:22:01 სხვა, მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს კვლავინდებურად უკრაინის მოღალატედ მიიჩნევს.
მან ამ განცხადებით უპასუხა „ერ-ბე-კა-უკრაინას“ რედაქტორის კითხვას – რჩება თუ არა ძალაში მისი პოზიცია სააკაშვილის მიერ კურჩენკოსთვის ფულის გამორთმევასა და დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაზე, თუ კონცეფცია შეიცვალა?
„არა, ის მოღალატეა“, - უპასუხა ჟურნალისტს ლუცენკომ.
ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის ორგანიზება განახორციელა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, 2017 წელს მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთის მხრიდან.
ცნობისთვის: უკრანის ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს გეგმავს.