ღამით რუსეთმა ოდესას შეუტია, დაშავებულებს შორის ბავშვები არიან

23-04-2024 10:33:47 მსოფლიო

სამშაბათს ღამით რუსეთმა დრონებით კიევის ოლქსა და ოდესას შეუტია.

ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაჩნდა ხანძარი. დაშავდა ცხრა ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვია.

"მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის სამი ბავშვია", - დაწერა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა ტელეგრამში.

ადგილობრივი ტელეგრამის არხებზე წერდნენ თავდასხმის პარალელულად ძლიერი აფეთქებების შესახებ.

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ განადგურდა, სულ მცირე, 14 ბინა. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ ღამით კიევის მიმართულებით თავდამსხმელი ყველა დრონი ჩამოაგდეს. პოპკო წერს, რომ ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა. მისი სიტყვებით დრონები რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქიდან გაუშვეს, გადაფრინდნენ სუმისა და ჩერკასის რეგიონებზე და სამხრეთ-დასავლეთიდან კიევში შეფრინდნენ.

უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, რუსეთის არმიის მიერ გაშვებული „შაჰედის“ ტიპის 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15 ღამით ჩამოაგდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები