Accentnews.ge
"არა რუსულ კანონს" - მსვლელობა 23 აპრილს განახლდება

"არა რუსულ კანონს" - მსვლელობა 23 აპრილს განახლდება

22/04/2024 20:07:16 საზოგადოება

22 აპრილს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული მორიგი მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა.

დემონსტრანტებმა დააანონსეს, რომ 23 აპრილს კვლავ შეიკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოს წინ, 19:00 საათზე:

''ყველამ დავწეროთ თითო პოსტი: ყველანი პარლამენტთან, ყველამ წამოვიყვანოთ თითო მეგობარი. საქართველოს გაუმარჯოს! არა რუსულ კანონს".

მეხუთე დღეა, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს მართავენ სხვადასხვა მიმართულებით. მათი თქმით, საპროტესტო მუხტი უნივერსიტეტების აუდიტორიებში გადაინაცვლებს და ასე მოემზადებიან პარლამენტში „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S