ფოფხაძე: ის, რაც მდინარაძემ აღწერა, აქცია კი არა, „ზონაა“

22-04-2024 21:35:50 ციტატა

„გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რაიმეს ითხოვდნენ მაგათგან. პარტიაში არ არის ასეთი ურთიერთობის სისტემა. ვიცი როგორც არის იერარქიულად: მინახავს, როგორ ჩადის დიმიტრი სამხარაძე და რაიონული ორგანიზაციის წევრებს აგინებს ყველა ბრუნვაში, მაგრამ რაიონულ ორგანიზაციას დიმიტრი სამხარაძისთვის რომ რაიმე მოეთხოვა, არ მინახავს. მინახავს, როგორ მოსულა დავალება, რომ „კახა კალაძის მეუღლეზე რაც შეიძლება მეტი ლაიქი უნდა იყოს „ფეისბუქზე“ და ამას ასრულებდა რაიონული ორგანიზაცია. მაგრამ ის, რომ რაიონულ ორგანიზაციას ეთქვა, „რაღაც უსამართლობა ხდება და რაღაც ისე არ კეთდება, როგორც საჭიროაო, არ მახსენდება. ძალიან კარგად მახსენდება, სუს–ი როგორ ერეოდა „ქართული ოცნების“ საქმიანობაში და დღეს „ქართული ოცნება“ პარტიულად უდრის სუს–ს.[...] ხელისუფლების აქციები არ არის არგუმენტი, რომ „მე მყავს მომხრეები“. ეს არის არგუმენტი, რომ „ვამკვიდრებ მონობას, უუფლებობას“. ის, რაც მდინარაძემ ასახა, აქცია კი არა, „ზონაა“, საკონცენტრაციო ბანაკი, როდესაც პოლიციელებით გარშემორტყმულ აქციაზე აქციის დატოვების შანსი არ გაქვს“,– თქვა „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, პარტია „ახალის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ პალისტრანიუსის ეთერში კონტრაქციის და ხლისუფლების არგუმენტის კომენტირებისას, რომ მხარდამჭერებმა ითხოვეს შეკრების გამართვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები