Accentnews.ge
სტუდენტები: ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ უნივერსიტეტში საქმიანობა აღარ გააგრძელოს

სტუდენტები: ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ უნივერსიტეტში საქმიანობა აღარ გააგრძელოს

22/04/2024 15:06:26 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს „არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, სტუდენტებთან ჰქონდეს შეხება“, ამიტომ, იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა მან უნივერსისტეტში საქმიანობა აღარ გააგრძელოს.

„ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და შევქმნით პეტიციას და მიზანი იქნება ის, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ სტუდენტებთან შეხება ჰქონდეს",– თქვა ერთ–ერთმა სტუდენტმა.

ისინი იხსენებენ 20 აპრილის მოვლენებს. კერძოდ, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ წევრმა ნიკო მანაგაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ რუსული კანონის გამო პროტესტი გამოხატა. ლექციის შემდეგ ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობას დაცვასთან ერთად ტოვებდა, როდესაც მანაგაძეს რამდენიმე პირი თავს დაესხა.მანაგაძის თქმით, მასზე ფიზიკურ თავდასხმაზე კობახიძეს „ნულოვანი“ რეაქცია ჰქონდა.

"ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი ამაზრზენი ფაქტი მოხდა 2 დღის წინ უნივერსიტეტის ეზოში, როდესაც სტუდენტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მისი დაცვის წევრები. ჩვენ ვხედავთ, იმ პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს მთავრობის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ ხელმოწერებს არ ექნება აზრი და უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია არ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს, მაგრამ ვაპირებთ გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს არ გვსურს, რომ ირაკლი კობახიძემ გააგრძელოს ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობა. მას ამის უფლება არ აქვს“, – აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S