აშშ-ში საქართველოს ელჩი "ტრამოს" მიერ ბათუმის პორტში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობაზე საუბრობს

26-12-2019 13:49:30 ეკონომიკა ,საგარეო პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბარქაძის განცხადებით, ის "მომავლის ნაწილში აშშ-თან ეკონომიკური და სავაჭრო დინამიკის განვითარებას ხედავს".

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

"ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრია შესაძლებლობები, რისი განვითარებაც ჩვენ უნდა შევძლოთ, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური დინამიკა გვქონდა, მაინც შესაძლებლობების ნაწილში, გარკვეულწილად, მომავლის ნაწილში ვხედავ ეკონომიკური და სავაჭრო დინამიკის განვითარებას, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში. ის დემოკრატიული განვითარების ხარისხი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მიუხედავად იმ სიღარიბის დონისა, ან უმუშევრობის ხარისხისა, საჭიროებს გაძლიერებას ეკონომიკური დინამიკით და მიმართულებით. ასევე აქ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მეორე მხარის ინტერესები, რა ინტერესი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს იგივე ეკონომიკური-სავაჭრო კუთხით, საქართველოსთან, რომელიც არის ერთ-ერთი მცირე, 4 მილიონიანი სახელწმიფო, საკმაოდ დაშორებული. სწორედ აქ შემოდის ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელშიც უკვე ამ წელს 2019 წელს ჩვენ დავინახეთ ძალიან გაზრდილი ინტერესი და დინამიკა. კერძოდ, აშშ-მა წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტირება 2 მიმართულებით განახორციელა და ორივე იყო პორტი. ერთ-ერთი ფოთის პორტი. ასევე ბათუმის პორტი, სადაც ამერიკის კერძო უდიდესმა კომპანია "ტრამომ" საკმაოდ ფართო ინვესტორება, დაახლოებით 30 მილიონამდე განახორციელა" - განაცხადა ბაქრაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები