22-04-2024 14:27:59 საზოგადოება
ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით, მათ ჟურნალისტს ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.
"კაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას.
ია სართანია ამბობს, რომ კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიური ლექსიკით მიმართავდა", – იუწყება ტელეარხი.