Accentnews.ge
ესპანეთში მყოფ რუსთავის საკრებულოს წევრის ოჯახს ტრაგედია შეემთხვა

ესპანეთში მყოფ რუსთავის საკრებულოს წევრის ოჯახს ტრაგედია შეემთხვა

29/05/2019 04:22:47 სხვა, სამართალი

ესპანეთში საქართველოდან ტურისტული მიზნით წასულ რუსთავის საკრებულოს წევრ დავით იშხნელის ოჯახს ტრაგედია შეემთხვა: მცირეწლოვანი ბავშვები ზღვაში მამასთან ერთად ბანაობდნენ, როდესაც ისინი ძლიერმა ტალღებმა გაიტაცეს. მამამ წყლიდან მხოლოდ ორი შვილის გამოყვანა შეძლო. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მაშველებმა 5 წლის გოგონას მომხდარიდან მალევე მიაგნეს. პატარას რეანიმირებას ექიმები თითქმის ერთ საათს განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"ბავშვი გასაბერი ლეიბით წყალში ცურავდა, როდესაც ტალღამ გაიტაცა. დახმარება მამამ სცადა, თუმცა უშედეგოდ. დახმარებას იქვე მყოფი ქალიც შეეცადა, მაგრამ მან ბავშვამდე მისვლა ვერ შეძლო. შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ მაშველები",– ყვება თვითმხილველი. 

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მათთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს საკონსულო.

“ბარსელონაში საქართველოს საკონსულომ იცის აღნიშნული ფაქტის შესახებ და ოჯახთან არის მუდმივ კომუნიკაციაში”,– აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S