Accentnews.ge
განათლების სამინისტრო – სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება

განათლების სამინისტრო – სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება

22/04/2024 05:37:14 საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას სკოლებში სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია.

„სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება“,- აცხადებენ უწყებაში.

მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებს. უწყების ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოუჩენიათ.

„მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისიძიებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S