
ჩაქვისთავში ავტომობილის ხრამში გადავარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
25/12/2019 13:11:04 სამართალი, რეგიონები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ხრამში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.