Accentnews.ge
კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები „ჰარი პოტერით“ გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები „ჰარი პოტერით“ გრძელდება

25/12/2019 09:35:23 ეკონომიკა

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. დიდ ეკრანზე ბავშვებისა და უფროსებისათვის წინასაახალწლოდ საუკეთესო განწყობის შესაქმნელად, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ პირველი 3 ნაწილი ბრუდნება.

აფიშა:

  • 27 დეკემბერი - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
  • 28 დეკემბერი - „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი”·
  • 29 დეკემბერი - „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“

კინოთეატრ „ამირანისა“ და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტი 2020 წელსაც გაგრძელდება. ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ბილეთების შეძენა ონლაინ tkt.ge-ზე შეგიძლიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S