Accentnews.ge
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

15/04/2024 17:36:22 საზოგადოება

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. აღნიშნული მოჰყვა დემონსტრანტების განზრახვას, სიმბოლურად ალყა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის და ამ ფორმით გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებისადმი.

მოქალაქეების ნაწილი ჩიტაძისა და ჭიჭინაძის მიმართულებით დაიძრა, თუმცა მათ ამის უფლებას ადგილზე მობილიზებული პოლიციური ძალები არ აძლევენ, უზღუდავენ პარლამენტის შესასვლელის მიმართულებით გადაადგილების უფლებას. ადგილზე იყო შეხლა შემოხლა.

დაძაბულობა ნარჩუნდება. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული, მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონს განიხილავენ. საპარლამენტო განხილვის პარალელურად დილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S