Accentnews.ge
ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

25/12/2019 06:10:49 რეგიონები

ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ცოცხალი ძალის რაოდენობა გაზრდა 200 მეხანძრე-მაშველამდე.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

ცნობისთვის: ხანძარი ატენის ხეობაში გუშინ გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S