Accentnews.ge
Tbilisi Pride: "მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალოს ლაზარე"

Tbilisi Pride: "მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალოს ლაზარე"

12/04/2024 11:26:33 საზოგადოება

Tbilisi Pride-ის განცხადებით, "სისტემა ლაზარე გრიგორიადისს უკვე ერთი წელია, მარტის აქციების გამო სჯის, დღევანდელი განაჩენი კი საბოლოო გზავნილია ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას”.

Tbilisi Pride მიმართავს პრეზიდენტს, შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი.

„სამარცხვინო კლანურმა სასამართლომ უდანაშაულო ლაზარე გრიგორიადისს წარმოუდგენლად სასტიკი განაჩენი გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა! 2023 წლის მარტის აქციებზე მოპოვებული გამარჯვებისთვის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, დასასჯელად უკვე ერთი წელია სისტემა სჯის ლაზარეს, დღევანდელი განაჩენი კი საბოლოო გზავნილი იყო ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას! თუმცა გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება იქნება ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ერთად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეიწყალოს ლაზარე! ჩვენში, საქართველოს მოქალაქეებში, სასოწარკვეთის გამოწვევა და ჩვენთვის იმედის ჩამორთმევა არასდროს ყოფილა მარტივი და არც ამ უღირსი ქმედებით გამარტივდება! ყოველი დღე, რომელსაც ლაზარე ციხეში ატარებს, არის თითოეული ჩვენგანის სასჯელი და იმ ევროპული მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენება, რომლისთვისაც 2023 წლის მარტში ლაზარე ჩვენ გვერდით, ჩვენთან ერთად იბრძოდა!”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. ლაზარეს ოჯახმა და ადვოკატმა პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით უკვე მიმართეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S