Accentnews.ge
"ეკლესია ძალიან ერევა პოლიტიკაში,  უწმინდესი, მე მგონი, უკვე ცოტა ვეღარ ართმევს თავს"

"ეკლესია ძალიან ერევა პოლიტიკაში, უწმინდესი, მე მგონი, უკვე ცოტა ვეღარ ართმევს თავს"

24/12/2019 17:26:55 ციტატა

„ეკლესია ძალიან ერევა პოლიტიკაში და ძალიან პოლიტიზირებულია. უწმინდესი, მე მგონი, უკვე ცოტა ვეღარ ართმევს თავს, ჩემი საყვარელი უწმინდესი, რომელიც ძალიან მიყვარს მე. არ შეიძლება, ასე თეთრზე შავი. მეუფის ქადაგება იყო, მე აქეთ დავდექი, მეორე მხარეს იდგა პრეზიდენტი, პრემიერი და სხვა დანარჩენები. მეუფემ მე არ მახსენა, მაინც რომ არ გაეღიზიანებინა მთავრობა, კარგი, არაუშავს, მაგრამ არ ახსენეს არქიტექტორი, ვინც მახათაზე ეს ყველაფერი ააშენა, ომარ ნაფეტვარიძის იქ არხსენება არ შეიძლებოდა“.

ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია "პირველს" მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმო გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S