
დეკანოზი ზაზა თევზაძე: ერთი ბავშვის დაცვა ვერ შევძელით, ლაზარესთან მთელი საქართველოა ვალში!
12/04/2024 07:07:45 საზოგადოება
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი და მსჯავრდებულის ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ აპირებენ დაძვრას, რათა მას ახალგაზრდა კაცის შეწყალება მოსთხოვონ.
განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა დეკანოზი ზაზა თევზაძეც. ის იზიარებს პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილებას:
„ახლა დარჩენილია ერთადერთი ბერკეტი – პრეზიდენტის უფლებამოსილება, მან უნდა შეიწყალოს ლაზარე და ეს უნდა მოვთხოვოთ. ის მოვალეა და ამით გამოჩნდება, პრეზიდენტი სად დგას, რა როლს ასრულებს და როგორ განიცდის ამ ყველაფერს“.
მან მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც 9 წელი მიუსაჯა გრიგორიადისს, შურისძიება უწოდა:
„ლაზარესთან მთელი საქართველოა ვალში, რადგან მთელი ეს შურისძიება ფარქტობრივად მასზე განხორციელდა – აქციეს განტევების ვაცად. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. თუ ლაზარე იქნა დაკავებული, თითოეული ჩვენთაგანი, ვინც ამას ვაპროტესტებდით, იგივე სასჯელის ღირსნი ვართ. მე ძალიან უძლურად ვგრძნობ თავს, რომ ერთი ბავშვის დაცვა ვერ შევძელით.[...]
შეარჩია ადამიანი რაღაც ნიშნებით და შური იძია მთელს სამქალაქო საზოგადოებაზე. მეტი ძალისხმევაა საჭირო. ასეთ დათმობაზე საზოგადოება არ უნდა წავიდეს. ეს თითოეული ჩვენთაგანის საქმეა და გულგრილობა არ შეიძლება!“,– თქვა მამა ზაზამ.