
ნატა ფერაძე: ყველანი უნდა მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან და მოვითხოვოთ, რომ ლაზარე დღესვე შეიწყალოს
12/04/2024 07:02:38 სამართალი
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს ეხმიანება და მოქალაქეებს პრეზიდენტის სასახლესთან მისვლისკენ მოუწოდებს.
"ცალსახად, მოულოდნელი არაფერი არ იყო, ცალსახად ეს არის ზუსტად აქციების წინ გამოტანილი სადამსჯელო განაჩენი. [...] მე დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით იმოქმედებს და ყველა გამოვა და გადავავსებთ ქუჩებს, ახლა ყველანი უნდა მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან, ათონელზე და მოვითხოვოთ, რომ პრეზიდენტმა, მე მგონი ისედაც აპირებს, დღესვე შეიწყალოს, რომ დღესვე იყოს ლაზარე თავისუფალი. ძალიან გთხოვთ, ახლა გამოდით ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან", - აცხადებს ფერაძე.
ცნობისთვის: მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.